ჯგუფის შეხვედის ოქმები


სსიპ - ალექსნდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლის G-PRIED- ის პროექტის მათემატიკის მიმართულების მასწავლებელთა ჯგუფის  შეხვედრის

                    ო ქ მ ი   N 1
2015 წლის 18 დეკემბერს ძევერის საჯარო სკოლაში ჩატარდა დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებელთა ჯგუფის შეხვედრა თემაზე:  მასწავლებელთა ურთიერთდასწრება.  ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ:
1.      ზედგინიძე მარინე  -  პირველი კლასი
2.      ოქროპირიძე ნანა    -  მეორე კლასი
3.      კოლიაშვილი ნინა  -  მესამე კლასი
4.      მახანაშვილი ლალი-  მეოთხე კლასი
5.      კეჩხუაშვილი ეთერი - მეხუთე, მეექვსე კლასი
დამსწრე პედაგოგებს ჯგუფის ფასილიტატორმა ნ. კოლიაშვილმა გააცნო
                              დღის წესრიგი
1.      მოსმენილი გაკვეთილების განხილვა
2.      გაკვეთილის გეგმები
გამოცდილების გაზიარების  მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა გაკვეთილები დაწყებით კლასებში.
17 ნოემბერს მესამე კლასში ჩატარდა გაკვეთილი „სივრცული გეომეტრიული ფიგურები“, პედაგოგი ნ. კოლიაშვილი.
მოისმინეს: ნ. კოლიაშვილმა აღნიშნა,რომ გაკვეთილზე დასახულ მიზანს მიაღწია, თუმცა გაკვეთილზე გამოიკვეთა პრობლემებიც. კერძოდ, დრო ვერ გათვალა კარგად. ერთერთი აქტივობად ბუკის გამოყენება იყო გაკვეთილზე და პრობლემაც სწორედ აქედან წამოვიდა, ვერ მოხერხდა დროულად ყველას დაკავშირება და პრობლემის მოგვარებას დასჭირდა დრო რის გამოც ვეღარ ჩავატარე დამოუკიდებელი სამუშაო. ამ გაკვეთილზე კი დამოუკიდებელი სამუშაო უფრო მნიშვნელოვანი იყო. მეორედ გაკვეთილის ჩატრების შემთხვევაში ყურადღებას მივაქცევ დროის განაწილებას რადგან ისტ-თვის დათმობილი დრო არასაკმარისი აღმოჩნდა, ან ნაკლებ აქტივობებს დავგეგმავ. რადგან გაკვეთილი ითვალისწინებდა კეთებით სწავლებას და უფრო მეტი ყურადღება ამ კუთხით იყო საჭირო.
15 დეკემბერს ჩავატარე გაკვეთილი თემაზე „ რიცხვების დალაგება და შედარება“, გაკვეთილისთვის გამოვიყენე რიცხვითი ღერძი, რომელზეც განლაგებულია რიცხვები 1დან 1000-მდე 50-ის ბიჯით. მოსწავლეებმა დაითვალეს 10-ის ბიჯით და მიღებული რიცხვები განათავსეს რიცხვით ღერძზე. მდებარეობის მიხედვით შეადარეს ერთმანეთს. გაკვეთილზე გამოვიყენე აქტივობა „დაშიფრე რიცხვები“, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ასეულების,ათეულების და ერთეულების გამოყოფის უნარს, მოტივაციის ამაღლებას. ამოვხსენით ამოცანა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. გაკვეთილზე დასახულ მიზანს მივაღწიე, მხოლოდ დამოუკიდებელ სამუშაოს უფრო მეტ დროს დავუთმობ.
18 დეკემბერს ჩატარდა გაკვეთილი მეორე კლასში, პედაგოგი ნანა ოქროპირიძე.  
მოისმინეს: ნ. ოქროპირიძემ აღნიშნა რომ,გაკვეთილის მიზანს  მიაღწია და გავიდა სასურველ შედეგზე. მან გაკვეთილზე გამოიყენა მათემატიკური თამაში, თვალსაჩინოებისთვის რიცხვითი ღერძი, დამოუკიდებელი სამუშაო, ჯგუფური მუშაობა. ჯგუფური მუშაობის დროს გამოიყენა აქტივობა „დაშიფრე რიცხვები“. ეს აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება ასეულების, ათეულების და ერთეულების ცოდნის განმტკიცებაში, რიცხვების სათანრიგო ერთეულების ჯამის სახით წარმოდგენაში. თუმცა აქვე აღნიშნა ,რომ ვერ მოასწრო რომ ჯგუფებს თვითონ გაეკეთებინათ პრეზენტაცია, ამიტომ ნიმუშად თვითონ დაწერა დაფაზე თითო მაგალითი ჯგუფიდან, რაც მიაჩნია რომ არასწორია და უმჯობესი იქნებოდა თვითონ ბავშვი ყოფილიყო ამ ეტაპზეც აქტიური და წამყვანი.
17 დეკემბერს ჩატარდა გაკვეთილი მე-6 კლასში, პედაგოგი ეთერ კეჩხუაშვილი.
მოისმინეს:  მან აღნიშნა,რომ მოსწავლეთა წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ააგო ახლი  ცოდნა.
გამოიკითხა გაკვეთილზე წილადების თვისებები, გაერთმნიშვნელიანება, წილადების შედარება და მხოლოდ ამის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლეს წილადების შეკრება. მასწავლებელმა მიაღწია დასხულ მიზანს. წყვილებში წინასწარ გამზადებული ბარათებით შევამოწმე ახალი მასალა, როგორ გაიგეს. რადგან ამ თემას სამი გაკვეთილი ეთმობა, „შემდგომ“ ფაზას დავუთმობ კიდევ ერთ გაკვეთილს და მოხდება მიღებული ცოდნის განმტკიცება.
ჯგუფის შეხვედრაზე პედაგოგებმა იმსჯელეს გაკვეთილის გეგმებზე, შეფასების რუბრიკებზე.
დაადგინეს: გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება კვლავაც უნდა გაგრძელდეს, რათა ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა წარმატებას და ჩვენს პროფესიულ ზრდას.
შენიშვნა: ოქმს თან ერთვის დანართის სახით გაკვეთილის გეგმები და რეფლექსიები.

18.12.2015წ.                                          ფასილიტატორი:                                    /ნ. კოლიაშვილი/  









მათემატიკის მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის  ანგარიში

                         მონაცემთა ანალიზი
თარიღი:  16.02.2016წ.                                                                    დრო:  14:00 – 16:00
მონაწილე მასწავლებლები:
1.      მარინე ზედგინიძე  1-ლი კლასის მათემატიკის მასწავლებელი
2.      ნანა ოქროპირიძე    მე-2 კლასის მათემატიკის მასწვლებელი
3.      ლალი მახანაშვილი მე-4 კლასის მათემატიკის მასწავლებელი
4.      ეთერ კეჩხუაშვილი  მე-5 და მე-6 კლასის მათემატიკის მასწავლებელი
5.      ნუნუ წეველიძე  სკოლის დირექტორი
6.      ნინა კოლიაშვილი  მე-3 კლასის მათემატიკის მასწავლებელი - ფასილიტატორი
აქტივობის მოკლე მიმოხილვა:
ნანა ოქროპირიძემ და ლალი მახანაშვილმა კოლეგებს გაუზიარეს მე-2 და მე-4 კლასში ჩატარებული დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები მათემატიკაში.
ჩატარდა დიაგნოსტიკური ტესტირება წინა კლასის ტესტებით. შედეგები არ იყო ცუდი, მაგრამ მოსწავლეებში მაინც გამოიკვეთა სუსტი მხარეებიც, რაზეც აუცილებლად იქნება ყურადღება გამახვილებული.
მასწავლებლებმა ერთობლივად განიხილეს მოსწავლეთა მიღწევების ძლიერი და სუსტი მხარეები. გამოთქვეს მოსაზრებები შედეგების გაუმჯობესების საჭირო სტრატეგიების შესახებ. რამდენიმე მოსწავლე საჭიროებს ინდივიდუალურ დავალებებს. დაიგეგმოს ჯგუფური მუშაობები, ისტ-ის გამოყენება. ასევე განმავითარებელი შეფასების რუბრიკების შემუშავება.
გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრაზე დაიგეგმა გაკვეთილზე ურთიერთდასწრება. ლალი მახანაშვილი დაესწრება ნანა ოქროპირიძეს და ნახავს სამფაზიანი მოდელის გამოყენებას. შემდეგ კი განვიხილავთ გაკვეთილს.
შენიშვნა: ტესტები და ანალიზის ფორმები ინახება მასწავლებლის პორტფოლიოებში.



Комментариев нет:

Отправить комментарий