მათემატიკის გაკვეთილის გეგმები


                                     გაკვეთილის გეგმა
ძევერის საჯარო სკოლა                                            17.11.2015წ.
გაკვეთილის მთავარი თემა
სივრცული ფიგურები
სწავლების საფეხური
მესამე კლასი

მოსწავლეთა პროფილი
12 მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის კლასში
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია, ის ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცებას და ახალი ცოდნის დაშენებას
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლემ შეძლოს:
ა) ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის აღწერა- დახასიათება
ბ)გამოიყენოს ასოითი აღნიშვნები და დაასახელოს ფიგურა
გ) ამოიცნოს სივრცული გეომეტრიული ფიგურები ყოფითი დანიშნულების საგნებში
დ) სივრცული წარმოდგენების განვითარება
ე) ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
მათ.III. 8.  მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა
მათ.III.  9.   მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა
ისტექნ..1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა  და ოპერაციებს.



წინასწარი ცოდნა
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები

შეფასების საგანი და პროცედურები
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი იქნება ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, აზრის გამოხატვის უნარი. ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასება (განმსაზღვრელი შეფასება)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო,  ბუკი, გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები, სივრცული ფიგურების მოდელები

აქტივობები
1.      წინარე ცოდნის შემოწმება - 10 წთ.
2.       სივრცული ფიგურების გაცნობა - 5 წთ.
3.      ბუკში ვიდეოს გაზიარება - 10 წთ.
4.      პლასტილინით და ჩხირებით სივრცული ფიგურების მაკეტის შექმნა და ცხრილის შევსება - 15 წთ


5.      გაკვეთილის შეჯამება - 5 წთ.
















თანმიმდევრობა
წინარე ცოდნის შემოწმება
ცოდნის შემოწმების მიზნით ინდივიდუალურად დავარიგებ კონვერტში ჩაწყობილ, ფერდი ფურცლებით გამოჭრილ გეომეტრიულ ფიგურებს, რომლებსაც ახასიათებენ.     
        სივრცული ფიგურების გაცნობა
სივრცული ფიგურების მოდელების დახმარებით გავაცნობ სივრცულ ფიგურებს, შემდეგ ამოიცნონ ფიგურები ყოფით საგნებში და დაასახელონ. გავაცნობ ახალ ტერმინებს წიბო, წახნაგი , წვერო.
         ბუკებში ვიდეოს გაზიარება
მიღებული ახალი ცოდნის განმტკიცების მიზნით, ეკრანის გაზიარების მეთოდით ვაჩვენებ ვიდეოს სადაც დეტალურადაა აღწერილი სივრცული ფიგურები, წიბოების, წახნაგების და წვეროების რაოდენობები. 
          ჩხირებით და პლასტილინით სივრცული ფიგურების დამზადება
ჩხირების და პლასტილინის საშუალებით ჯგუფებში დაამზადონ სივრცული გეომეტრიული ფიგურები: მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი, სამკუთხა და ოთხკუთხა პირამიდები. შექმნილ მაკეტებზე დაითვალონ წიბოები, წახნაგები, წვეროები და მონაცემები შეიტანონ წინასწარ ჩემს მიერ მომზადებულ ცხრილებში. დავალების დამთავრების შემდეგ თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას.
             გაკვეთილის შეჯამება
1.      რა ვისწავლეთ?
2.      რით იყო ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანი?
3.      რა მოგეწონათ?
4.      შეკითხვები ხომ არ გაქვთ?
5.      როგორ შეფასებთ გაკვეთილს?




       

თარიღი
             17.11 .2015წ.
მასწავლებელი
ნინა  კოლიაშვილი







                                 გაკვეთილის გეგმა 


    
                                       


კლასი
მესამე კლასი
მასწავლებელი:       ნინა კოლიაშვილი


თარიღი
15.12.2015წ. 


მოსწავლეთა
საერთო
რაოდენობა
12


მათ შორის სსმ მოსწავლე
0

გაკვეთილზე მოსწავლეთა რაოდენობა
12

გაკვეთილის თემა
                                         ვითვლით ათეულებით, ასეულებით

წინარე ცოდნა

სამნიშნა რიცხვის ჩაწერა და წაკითხვა, შეუძლია რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვის დასახელება, რიცხვების დალაგება ზრდის, ან კლების მიხედვით, რამდენიმე რიცხვს შორის უდიდესის, ან უმცირესის შერჩევა.








ესგ-ს მიხედვით გაკვეთილის ბოლოს მისაღწევიშედეგები




მათ. III.1. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით
·         კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში, ახდენს ათობითიპოზიციური სისტემის დემონსტრირებას სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
·         ასახელებს რიცხვის ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებების ან სხვა სახით
·         იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას, ალაგებს რიცხვებს ზრდადობით ან კლებადობით
·         ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს, ასახელებს მოცემული რიცხვის უახლოეს ათეულს, ასეულს.
·         თანრიგების შესაბამისი ბიჯით ითვლის წინ/უკან მოცემული რიცხვიდან






გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი
შედეგები


მოსწავლე შეძლებს ნატურალური რიცხვების გამოსახვას,  შედარებას და დალაგებას პოზიციური სისტემის გამოყენებით, რიცხვების დალაგებას ზრდადობით/კლებადობით, თანრიგების შესაბამისად დაითვლის ათეულებით, ასეულებით

        




მიზანი
აქტივობა
სასწავლო მეთოდი
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
მოსწავლეთა ორგანიზება
სასწავლო რესურსები
დრო
შეფასების სახეები

მოსწავლეებმა  ჩაწერონ სამნიშნა რიცხვები, წაიკითხონ, დაასახელონ თანრიგები




დაითვალონ 10-ის, 100-ის ბიჯით






დაასახელონ მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვები, დაითვალონ ერთეულებით, ათეულებით


შეძლონ  მარტივი ამოცანების ამოხსნა





გაკვეთილის შეჯამება

მათემატიკური თამაში „დავშიფროთ რიცხვები“






ვითვლით რიცხვითი ღერძზე





დავალაგოთ რიცხვები რიცხვით ღერძზე





დამოუკიდებელი სამუშაო





შეჯამება
საშინაო დავალება






მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს სიმბოლოებს, მოსწავლეების ერთი ჯგუფი დაშიფრავს რიცხვს , მეორე -წაიკითხავს.

რიცხვითი ღერძის გამოყენებით ვითვლით ათეულებით, ასეულებით



რიცხვითი ღერძის გამოყენებით დაასახელონ წინა და მომდევნო რიცხვები,დაითვალონ წინ/უკან ათეულებით


ბიჯით თვლის გამოყენებით მარტივი ამოცანების ამოხსნა





მოსწავლეები შეძლებენ რიცხვის ჩაწერას, წაკითხვას, სათანრიგო ერთეულების დასახელებას





მოსწავლეები შეძლებენ მითითებული ბიჯით თვლას





მოსწავლეები შეძლებენ წინა და მომდევნო რიცხვების დასახელებას, თვლას ერთეულებით, ათეულებით ასეულებით


შეძლებენ ამოცანის ამოხსნას, მსჯელობით და დასაბუთებით



ჯგუფური









ინდივიდ.







ინდივიდ.








ინდივიდ.


სქემები;
ბარათები







რიცხვითი ღერძი






რივხვითი ღერძი, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რვრული, კალამი


რვეული, კალამი, სახელმძღვანელო









10 წთ








5 წთ







15 წთ











10 წთ






5 წთ




განმავითარებელი.















განმავითარებელი









რეფლექსია
მივაღწიეთ თუ არა მიზანს(კომენტარი)
რა დაგვეხმარა მიზნის მიღწევაში?
მიზანს მივაღწიეთ,რადგან მოსწავლეებმა
შეძლეს რიცხვების ჩაწერა და დასახელება, შედარება, რიცხვების განლაგება რიცხვით სხივზე, ასახელებენ წინა და მომდევნო რიცხვს. ითვლიან 10-ის,100-ის ბიჯით



·         მოსწავლეების წინარე ცოდნა;
·         თვალსაჩინოებები;
·         მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია
რამ შემიშალა ხელი მიზნის მიღწევაში?
რას შევცვლიდი გაკვეთილს ხელახლა რომ ვატარებდე?
მიუხედავად იმისა,რომ მიზანს მივაღწიე,გაკვეთილის მსავლელობისას გამოიკვეთა ხელის შემშლელი ფაქტორები:

·         დამოუკიდებელი სამუშოსათვის განკუთვნილი დროის სიმცირე;
·         ვერ ჩავეტიე განსაზღვრულ დროში



·         დამოუკიდებელ მუშაობას დავუთმობდი მეტ დროს;

გაკვეთილის შეფასება
გაკვეთილის მნიშვნელობის დასაბუთება

·         გაკვეთილის თემა შეესაბამება . . .–ით გათვალისწინებულ საგნობრივ პროგრამას და გამომდინარეობს სასწავლო პროცესში გამოხატული ინტერესებიდან;
·         გაკვეთილის თემა ,მიზანი და შედეგები ურთიერთშესაბამისობაშია და ეყრდნობა . . - სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებსა და ინდიკატორებს;
·         გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობები  რესურსები ხელს უწყობს  გაკვეთილის მიზნის მიღწევას;


რა ისწავლეს

·         მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა სამნიშნა რიცხვებზე,რიცხვით ღერძზე რიცხვების განლაგების წესზე.

რა უნარები შეიძინეს

·         მოსმენის;
·          ყურადღების კონცენტრაციის;
·          ჯგუფური მუშაობის
·         საკუთრი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბების;
·         აუდიტორიასთნ ურთიერთობის;
·          თვითშეფასების;
·          ურთიერთშეფასების .

დამოკიდებულებები
·         ურთიერთმოსმენა;
·         სხვისი აზრის პატივისცემა



სავარჯიშო და მათემატიკური ბარათები ჯგუფური მუშაობისთვის


 რიცხვები

ვითვლით
130, 140, 150,       180,190

265,365,465,         665,765

       435,436,437,438,439

628,638,648,        ,668,678

418,428,438,         ,458,468

543,643,       ,843, 943

145, 146,       , 148,149,150



ვითვლით წინ ათეულებით                        ვითვლით წინ ერთეულებით                                           
236,                                                                    967,
277,                                                                    476,
457,                                                                    245,
842                                                                     167


ვითვლით უკან ათეულებით                       ვითვლით უკან ერთეულებით
341,                                                                     444,
524,                                                                     416,
693,                                                                      920,

157,                                                                      509,


1 комментарий: